istoriuli soflebi  
  
 
 

marabda
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების ახალი მარაბდისა და ძველი მარაბდის ძველი სახელწოდება. მარაბდა პირველად მოხსენიებულია XI საუკუნის დასაწყისის წყაროებში („მატიანე ქართლისა“). 1625 წელს მარაბდასთან გაიმართა ბრძოლა ქართველთა და სპარსელთა ლაშქარს შორის. სოფლის (ძველი მარაბდის) განაპირას დგას წმინდა მარინეს ეკლესია (XVI-XVII სს.). გადმოცემით, მის მახლობლად დაკრძალულია მარაბდის ბრძოლის გმირი ცხრა ძმა ხერხეულიძე. მარაბდელი იყო XIX საუკუნის გმირი არსენა ოძელაშვილი. XX საუკუნის 40-იან წლებში ძველი მარაბდიდან გადასულმა მოახალშენეებმა დააარსეს სოფელი ახალი მარაბდა.

marabdis warmoSobis Sesaxeb

სოფელ მარაბდას პირველად მოხსენიებულია XI საუკუნის დასაწყისში „მატიანე ქართლისაში“. 1537-1538 წლებში მეფე ლუარსაბ I-ის განჩინებით, ძმები იოთამ და ორბელ ბარათაშვილები გაყრილან და მარაბდა იოთამს რგებია. შემდგომში მარაბდა გიორგი და ფარიშატ ბარათაშვილებს ეკუთვნოდა. ამ დროიდან მოყოლებული სოფელი ძირითადად ბარათაშვილების საბატონო საკუთრება ხდება.

ჩვენ ხელთ არსებული მცირე მასალების მიხედვით, სოფელი ორჯერ განადგურდა. ერთი სავარაუდოდ ცნობილი მარაბდის ბრძოლის დროს მოხდა 1625 წელს.

XVII საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის დასაწყისში იწყება სოფლის ხელახალი აღორძინება.


მხარე ქვემო ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თემი  
კოორდინატები  
ადრეული სახელები  
ცენტრის სიმაღლე  
ფართობი  
მოსახლეობა  
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი